საქართველოს სახელმწიფო ხაზინამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. შემოსულობების გეგმა 101.9%-ით შესრულდა (ცხრილი 1). ფინანსური ატივების კლების და ვალდებულებების ზრდის გარდა, შემოსულობების ყველა მუხლი გადაჭარბებით შესრულდა. 164%-ით შესრულდა გრანტების მუხლი, 138.8%-ით არაფინანსური აქტივების კლების ანუ პრივატიზაციის მუხლი. ვალდებულებების ზრდის მუხლის 81%-ით შესრულება საგარეო ვალის აღების 73.4%-იანმა მაჩვენებელმა განაპირობა. განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელია (52.1%) ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიღებაში.
ცხრილი 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმის შესრულება, ათას ლარებში
| შ ე მ ო ს უ ლ ო ბ ე ბ ი | გეგმა | შესრულება | შესრულება %-ში | 
| შემოსავლები | 4,383,430 | 4,671,630 | 106.6% | 
| გადასახადები | 4,076,000 | 4,283,814 | 105.1% | 
| გრანტები | 114,070 | 187,030 | 164.0% | 
| სხვა შემოსავლები | 193,360 | 200,786 | 103.8% | 
| არაფინანსური აქტივების კლება | 43,000 | 59,697 | 138.8% | 
| ფინანსური აქტივების კლება | 44,000 | 40,646 | 92.4% | 
| ვალდებულებების ზრდა | 1,044,678 | 846,208 | 81.0% | 
| საშინაო ვალდებულებების ზრდა | 252,666 | 264,597 | 104.7% | 
| საგარეო ვალდებულებების ზრდა | 792,012 | 581,610 | 73.4% | 
| საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები | 477,012 | 417,442 | 87.5% | 
| ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები | 315,000 | 164,168 | 52.1% | 
| შემოსულობები სულ | 5,515,108 | 5,618,181 | 101.9% | 
ბიუჯეტის გადასახდელების (ფართო გაგებით ხარჯები) 6 თვის გეგმა 95.1%-ით შესრულდა (ცხრილი 2). გადასახდელების არც ერთი მსხვილი მუხლი არ შესრულებულა 100%-ით ან მეტით. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 99.3%-ით შესრულდა სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლით – 82.4%-ით სუბსიდიების მუხლი. კაპიტალური ხარჯების (არაფინანსური აქტივების ზრდა) გეგმა 91.1%-ით შესრულდა.
ცხრილი 2. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 6 თვის გეგმის შესრულება, ათას ლარებში
| გ ა დ ა ს ა ხ დ ე ლ ე ბ ი | გეგმა | გადახდა | შესრულება, %-ში | 
| შრომის ანაზღაურება | 699,056 | 682,319 | 97.6% | 
| საქონელი და მომსახურება | 615,113 | 535,790 | 87.1% | 
| პროცენტი | 236,773 | 232,571 | 98.2% | 
| სუბსიდიები | 290,727 | 239,607 | 82.4% | 
| გრანტები | 504,620 | 487,041 | 96.5% | 
| სოციალური უზრუნველყოფა | 1,651,066 | 1,638,879 | 99.3% | 
| სხვა ხარჯები | 558,487 | 530,584 | 95.0% | 
| არაფინანსური აქტივების ზრდა | 395,202 | 360,180 | 91.1% | 
| ფინანსური აქტივების ზრდა | 396,398 | 374,910 | 94.6% | 
| ვალდებულებების კლება | 251,378 | 244,689 | 97.3% | 
| გადასახდელები სულ | 5,598,820 | 5,326,569 | 95.1% | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								













