საფრანგეთმა გადაწყვიტა, მოქალაქეები ძველი, არაეკოლოგიური მანქანების მოხმარების სანაცვლოდ 2,500 ევროს ოდენობის გრანტით წაახალისოს და შესთავაზოს, მათ მაგივრად ელექტროველოსიპედები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დასაკეცი ველოსიპედები ან მანქანების მოკლევადიანი დაქირავების სერვისები გამოიყენონ.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა 10 აპრილს წინასწარი კენჭისყრით დაამტკიცეს კლიმატის ცვლილების სამელიორაციო ღონისძიება. მათი აზრით, უკეთესი პლანეტის შესაქმნელად გამოსავალი არა ეკოლოგიური მანქანები, არამედ მანქანების რაოდენობის შემცირებაა. მოსალოდნელია ისიც, რომ რამდენიმე თვეში პროექტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან სახეს მიიღებს და დაკანონდება.
საფრანგეთში სწრაფად იზრდება იმ ქალაქების რაოდენობაც, სადაც ბენზინზე მომუშავე მანქანები იკრძალება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2009 წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2,000-გირვანქიანი ფასდაკლების სანაცვლოდ მოსახლეობას ახალი მანქანების ყიდვა შესთავაზა. ინდუსტრიის მონაცემებმა აჩვენა, რომ ეკოლოგიური ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა, რამაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები შეამცირა, თუმცა ძველი მანქანების ნაცვლად ახლის ფასდაკლებით ყიდვის შეთავაზებას ავტომობილების რაოდენობის შემცირება არ გამოუწვევია.