საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის – “ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) თავმჯდომარე გახდა. თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ოფიციალურად გადაიბარა. მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა.
“ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნისმთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი