“თეთრი ნაკადისა” და “ტრანს-კასპიური გაზსადენის” პროექტების განვითარების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” პროექტების პრომოუტერი კომპანიების – W-Stream Caspian Pipeline Company Ltd-ისა და White Stream Limited-ის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს 200,000.00 აშშ დოლარით დააფინანსებს.
საქართველო White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ში 10-10%-ს ფლობს.
პროექტი თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება 2020-2022 წლებში იგეგმება. ტრანს-კასპიური პროექტი შესაძლოა TANAP-ის ნაწილი გახდეს.