საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით კიდევ ერთხელ დასახელდა ყველაზე აქტიურ ბანკად

საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით კიდევ ერთხელ დასახელდა  ყველაზე აქტიურ ბანკად

საქართველოს ბანკმა, განაცხადა EBRD-ის ჯილდოს, “2016 წლის ყველაზე აქტიური ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. ჯილდო საქართველოს ბანკს EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა. 

EBRD-ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა), 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. 

ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით, EBRD-იმ დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.