საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბანკმა 250,000 ლარის ოდენობის ინვესტიციის მობილიზება შეძლო, რაც გორის სოფელ შაშვებში, ვაშლის ბაღების გაშენებასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟს მოხმარდა. ვაშლის ბაღები 5,8 ჰა ტერიტორიაზე გაშენდა. 11 200 ცალი იტალიური ვაშლის ნერგიდან მოსავალს მეწარმე მომავალი წლიდან ელოდება. ვაშლის ბაღის მოვლის საქმიანობაში სეზონურად 15 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის გაყიდვას მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

“მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა. პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, მისი ჯამური მოცულობა  284 000 ლარია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე მეწარმეების გაძლიერებას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ვფიქრობთ, ასეთი პროექტები დადებითად იმოქმედებს ბიზნესებისა და  რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი  ქმნის ძლიერ ეკონომიკას“, – განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს  ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *