ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი იყო, თუმცა ჩამონათვალში შედის „ბანკი რესპუბლიკა“ („პროგრეს ბანკი“ არ შედის), რომლის „თიბისი ბანკთან“ გაერთიანება წლის ბოლომდე დასრულდება და შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველოში 16 კომერციული ბანკი იქნება. ბოლო 20 წლის განმავლობაში 16 ბანკი მინიმალური მაჩვენებელია. აქამდე, მინიმუმი – 17 ბანკი, 2006 წელს დაფიქსირდა.
ბოლო წლებში კლების ტენდენციაა ბანკების ფილიალების რაოდენობის მხრივაც, თუმცა იზრდება სერვის-ცენტრების რაოდენობა. სექტემბრის ბოლო საქართველოში კომერციული ბანკების 142 ფილიალი და 813 სერვის-ცენტრი იყო.
ცხრილი – საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მათი ფილიალების და სერვის-ცენტრების რაოდენობა: