საქართველოს ეკონომიკის 48.4% თბილისზე მოდის

საქართველოს ეკონომიკის 48.4% თბილისზე მოდის

საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) 48.4% (13 მილიარდი ლარი) თბილისზე მოდის. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი თბილისში საქართველოს მოსახლეობის 30% ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს რეგიონებში.

ეკონომიკის სიდიდით მეორე ადგილზეა იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმია – 11.4%-ით, ხოლო მესამეზე ქვემო ქართლი – 8.8%-ით.

აღნიშნული გამოთვლები მთლიანი შიდა პროდუქტის 2013 წლის მაჩვენებლებს ეფუძნება. სავარაუდოდ, 2014 წელს რეგიონების წილი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა.

 

ტერიტორიული ერთეულები

მლნ ლარებში

მთლიანის % წილი

თბილისი

13 073

48.4%

იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი

3 089

11.4%

ქვემო ქართლი

2 387

8.8%

აჭარა

2 080

7.7%

სამეგრელო-ზემო სვანეთ

1 821

6.7%

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

1 650

6.1%

კახეთი

1 540

5.7%

სამცხე-ჯავახეთი

803

3.0%

გურია

552

2.0%

სულ

26 995

100.0%