საქართველოს ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა 2015 წელს

საქართველოს ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა 2015 წელს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასულ წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (21%) სამთომომპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა 15.2%-ით, ხოლო მესამეზე საფინანსო საქმიანობაა 9.4%-ით.

ეკონომიკა შემცირდა ვაჭრობის (-0.3%), შინამეურნეობების საქმიანობის (-4.9%) დ დამამუშავებელი მრეწველობის (-4.9%) დარგებში.

2015 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო (16.6%). მეორე ადგილზეა მრეწველობაა (16.5%-ით), ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.7%-ით.

ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა დარგების მიხედვით:

ეკონომიკის დარგები

ზრდა, 2015 წ.

სამთომოპოვებითი მრეწველობა

21.0%

მშენებლობა

15.2%

საფინანსო საქმიანობა

9.4%

სასტუმროები და რესტორნები

7.4%

ოპერაციები უძრავი ქონებით

6.9%

კავშირგაბმულობა

5.0%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება/განაწილება

3.0%

სოფლის მეურნეობა

2.9%

ტრანსპორტი

2.9%

ჯანმრთელობის დაცვა

2.4%

განათლება

2.2%

სახელმწიფო მმართველობა

2.0%

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

-0.3%

შინამეურნეობების საქმიანობა

-4.9%

დამამუშავებელი მრეწველობა

-4.9%