“საქართველოს კაპიტალის” კომუნალური და განახლებადი ენერგიის ბიზნესს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობას ავთო ნამიჩეიშვილი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯგუფის ენერგო ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იყო, რომელიც წლის დასაწყისში “საქართველოს ბანკის” დირექტორად აირჩიეს.
ავთო ნამიჩეიშვილი წლების განმავლობაში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ის ბანკს 2007 წელს შეუერთდა.
“საქართველოს კაპიტალის” კომუნალურ ბიზნესს ეკუთვნის GWP.
ჯგუფი როგორც ენერგეტიკული, ასევე წყალმომარაგების ბიზნესის აქციების განთავსებას ლონდონის საფონდო ბირჟაზე გეგმავს. პროცესი სავარაუდოდ 3-4 წელში დასრულდება.