დღეს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე ყაზახეთს დაუპირისპირდება.
ცნობილი ბრიტანული პორტალის (transfermarkt.co.uk) ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ჯამური საბაზრო ღირებულება 30 მლნ დოლარია, ხოლო ყაზახეთის 18 მლნ დოლარი. ნაკრების ფეხბურთელების ღირებულებით საქართველო მსოფლიოში 98-ე, ხოლო ყაზახეთი 118-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული სოლომონ კვირკველიაა, რომლის საბაზრო სატრანსფერო ღირებულება 7.2 მლნ დოლარია. სოლომონ კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ ასპარეზობს. შემდეგ მოდის ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე – 2.7 მლნ დოლარით. მესამე ადგილზე აშშ-ში, “სან ხოსეში” მოასპარეზე ვალერი ყაზაიშვილია 2.25 მლნ დოლარით.
ყაზახეთის ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი დიმიტრი შომკოა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ასტანაში“ ასპარეზობს და 2.25 მლნ დოლარი ღირს. მე-2 და მე-3 ადგილებზე ალმათის „ყაირათის“ ფეხბურთელები ბაურჯან ისლამხანი და ისლამბეკ ყუათი არიან 1.6 ად 1.4 მლნ დოლარით.
საქართევლოს ნაკრების 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი