საყიდლები, ტრანსპორტი, საკვები - რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას ქართველი მოგზაურები

საყიდლები, ტრანსპორტი, საკვები - რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას ქართველი მოგზაურები

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქართველების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ ვიზიტებზე ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო. კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 484.8 ათასი შეადგინა.

2019 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

რაც შეეხება ხარჯებს, 2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 359.3 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 741.0 ლარს გაუტოლდა.

slide39

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 191.9 ათასი და 112.1 ათასი ვიზიტი.

slide37

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.4 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 91.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.