საქსტატის ინფორმაციით საქართველოში უმუშევრობა შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით საქართველოში უმუშევრობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს უმუშევართა რაოდენობა 4 400 კაცით შემცირდა და 241 600 ათასი შეადგინა. ამასთან, 34 700 კაცით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. უმუშევრობის დონე, რომელიც სამუშაო ძალაში უმუშევართა პროცენტულ წილს უჩვენებს, 12.0%-მდე შემცირა. 2014 წელს უმუშევრობის დონე 12.4% იყო.

აღსანიშნავია, რომ ისევ მაღალი რჩება თვითდასაქმებულთა რიცხვი. 1 მილიონ 18 ათასი კაცი ითვლება თვითდასაქმებულად. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელთა უმეტესი ნაწილი თავს რეალურად უმუშევრად თვლის, თუმცა უმუშევრობის გაზომვის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *