სარაკეტო სისტემების მოდერნიზებაში საქართველო Rafael-ს $12 მილიონს გადაუხდის - მედია

სარაკეტო სისტემების მოდერნიზებაში საქართველო Rafael-ს $12 მილიონს გადაუხდის - მედია

სექტემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ისრაელის სახელმწიფო კომპანია Rafael-ს შორის სარაკეტო სისტემის მოდერნიზაციას და სამხედრო პერსონალის გადამზადებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

“ჩვენ, მომავალ წელს მივიღებთ აბსოლუტურად განახლებულ საჰაერო შეიარაღებას,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ებრაული სამხედრო გამოცემის – Israel Defence-ის თანახმად, ხელშეკრულების მოცულობა, დაახლოებით, $12 მილიონი დოლარი იქნება.

თავად კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიაა; 2018 წელს მისმა გაყიდვებმა $2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 45% ექსპორტს წარმოადგენდა.

2021 წლისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 95 მილიონი ლარით, 900 მილიონ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.

მათ შორის 45 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე იზრდება ბიუჯეტის კოდი (29 10), რომელსაც “საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის განვითარება” ეწოდება. პროგრამული კოდი 29 08, რომელსაც “თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ეწოდება 70 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 28.4 მილიონი ლარით მეტია.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *