სებ-მა ლარით ემიტირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორების წესი დაამტკიცა

სებ-მა  ლარით ემიტირებული  ევროობლიგაციების ანგარიშსწორების წესი დაამტკიცა

საქართვლოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლარით ემიტირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის ინსტრუქცია დაამტკიცა.

ინსტრუქციის შესაბამისად, ევროობლიგაციები ინახება საერთაშორისო დეპოზიტართან, ეროვნული ბანკის კლიენტებისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და ექვემდებარება შესაბამისი ბაზრის წესებსა და პირობებს.

საერთაშორისო დეპოზიტართან ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე ევროობლიგაციის ასახვისთანავე კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ეროვნული ბანკი ჩამოჭრის საანგარიშსწორებო თანხას. კლიენტის მიერ ნაყიდი ევროობლიგაციები კი აისახება CSD სისტემაში არსებულ ანგარიშებზე.

ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსებული ევროობლიგაციების ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, დაგირავებისა და რეპო ოპერაციების ანგარიშსწორება ხორციელდება CSD სისტემის მეშვეობით.

ევროობლიგაციებზე ანგარიშსწორებისა და მათი შენახვისათვის გაწეულ ხარჯებს ეროვნული ბანკი აინაზღაურებს კლიენტის შესაბამისი ანგარიშიდან და ხარჯების ანაზღაურება მოხდება ლარით, ჩამოჭრის დღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *