სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 177 მილიონი დოლარით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 177 მილიონი დოლარით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2022 წლის სექტემბერში 2021 წლის სექტემბერთან შედარებით 177 მლნ დოლარით, 85%-ით გაიზარდა. სექტემბერში სულ 387  მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აღნიშნული თვის რეკორდული მაჩვენებელია.

9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, 2.8 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 1.1 მილიარდი დოლარით (65%-ით) მეტია.

სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 174 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე 4.5-ჯერ მეტია. ასევე, ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა 14.6 მლნ დოლარით, სომხეთიდან 7.8 მლნ დოლარით, ბელარუსიდან 6.2 მლნ დოლარით.

მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2022 წლის აგვისტოში 8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი მხოლოდ 41 ათასი დოლარი. ასევე შემცირდა ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან 3.3 მლნ დოლარით.

საქართველოდან საზღვარგარეთ 32 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

ქვეყნები, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

წყარო: ეროვნული ბანკი