სექტემბერში სავაჭრო ბალანსი 727 მილიონი დოლარით გაუარესდა

სექტემბერში სავაჭრო ბალანსი 727 მილიონი დოლარით გაუარესდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის სექტემბერში 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საქონლის იმპორტი 102%-ით (742 მლნ დოლარით), ხოლო ექსპორტი 8.6%-ით (16 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის სექტემბრის ექსპორტს 2014 წლის სექტემბრის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, 16%-ით (38 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013 და 2012 წლების მაჩვენებელსაც.

2016 წლის სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 201.8 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1471 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 1269 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის სექტემბრის უარყოფით ბალანსზე 134%-ით (727 მლნ დოლარით) მეტია.

იანვარ-სექტემბრის ჯამურ მაჩვენებელს რაც შეეხება, ექსპორტი 8არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 34%-ით არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *