სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 24.2 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 24.2 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით 24.2%-ით (24 მლნ დოლარით) გაიზარდა. სექტემბერში სულ 124 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოდან საზღვარგარეთ კი 19 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3.7 მლნ დოლარით მეტია წინა წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

იანვარ-სექტემბერში ფულადი გზავნილები 164 მლნ დოლარით (20%-ით) გაიზარდა და ჯამში 996 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოდან საზღვარგარეთ 150 მლნ დოლარი გადაირიცხა.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, ისრაელიდან და რუსეთიდან ჩამორიცხვები 5.8 მლნ დოლარით გაიზარდა,  იტალიიდან 3 მლნ დოლარით, საბერძნეთდან და თურქეთიდან შესაბამისად 2.3 და 2.1 მლნ დოლარით გაიზარდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

სექტემბერი, 2016

სექტემბერი, 2017

ზრდა

რუსეთის ფედერაცია

34.9

40.7

5.8

ისრაელი

5.8

11.6

5.8

იტალია

10

13

3

საბერძნეთი

10.8

13

2.3

თურქეთი

7.4

9.5

2.1

წყარო: ეროვნული ბანკი