„SEU DEVELOPMENT“-მა და „საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ“ უნივერსიტეტის რექტორის, გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, სეუ-ს სტუდენტ და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს, სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე 100 კვ.მ. ბინა გადასცა საჩუქრად.
„დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის, ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ლაშას, გვჯერა მომავალშიც არაერთხელ ვიამაყებთ მისით. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ლაშასთვის ეს ისტორიული გამარჯვება მიგველოცა და საჩუქრად „SEU DEVELOPMENT“-ის დასრულებულ კომპლექსში, საბურთალოზე 100 კვ.მ ბინა გადაგვეცა. ვულოცავთ მთელ საქართველოს, ეს ქვეყნის გამარჯვებაა.“ აცხადებენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში და SEU DEVELOPMENT – ში.