შეთანხმება სენატსა და თეთრ სახლს შორის - ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი დაიხარჯება

შეთანხმება სენატსა და თეთრ სახლს შორის - ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი დაიხარჯება

აშშ-ის სენატმა და თეთრმა სახლმა ეკონომიკის $2 ტრილიონიანი სტიმულირების პროგრამის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. სტიმულირების პაკეტი კორონავირუსის გავლენებისგან დაზარალებულ ეკონომიკის გადასარჩენად დაიხარჯება. აღნიშნულის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

“სულ მცირე ჩვენ გვაქვს შეთანხმება. რამდენიმედღიანი ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, სენატმა მიაღწია ორმხრივ შეთანხმებას ისტორიული დახმარების პაკეტის შესახებ პანდემიის პირობებში. ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის, რომ საბოლოოდ ჩვენ ქვეყანას მივცემთ იმას, რასაც დიდი ხანია ჩვენგან ელოდნენ“, – განაცხადა სენატში უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა.

დახმარების პაკეტი უპრეცედენტოა ზომისა და არეალის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის დახმარებას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება $367 მილიარდიანი სასესხო პროგრამა მცირე ბიზნესებისთვის და $500 მილიარდიანი ფონდი ინდუსტრიებისთვის, ქალაქებისა და შტატებისთვის. ასევე თანხის ნაწილი მოხმარდება უმუშევრობის დაზღვევას, $130 მილიარდი საავადმყოფოებს, ხოლო $150 მილიარდი შტატებისა და ადგილობრივი სტიმულირების ფონდებს მოიცავს.