შეთავაზებების მართვა საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში

შეთავაზებების მართვა საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ციფრული არხები თითქმის ყოველთვისაა დატვირთული ჩვენთვის საჭირო უამრავი ტიპის ინფორმაციით, მაინც გვინდა, ზუსტად ჩვენს ინტერესებზე მორგებული ინფორმაცია მივიღოთ.

სწორედ ამისთვის, საქართველოს ბანკმა მობილბანკში შეთავაზებების სივრცე ჩააინტეგრირა, სადაც თავმოყრილია ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორებიცაა: ბრენდების მიერ განთავსებული ქეშბექები, პლუს ქულები, ფასდაკლებები და ა.შ. თანაც, აქ მომხმარებელს არა არამხოლოდ ზოგადი, არამედ კონკრეტულად მისი ინტერესების შესაბამისი შეთავაზებების ნახვაც შეუძლია.

„მობილბანკს აქვს ფუნქცია, მოიძიოს და გაფილტროს შეთავაზება კომპანიის, ინდუსტრიის, კატეგორიის თუ პროდუქტის მიხედვით. ეს შეთავაზებები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობილ ბანკში და ძალიან მალე მათ ინტერნეტბანკსა და offers.bog.ge-ს პლატფორმებზეც შევხვდებით“,- ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ახლა კი სრულიად ახალ პროდუქტზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ბიზნესებისთვის სულ მალე ყველაზე საჭირო ხელსაწყო გახდება. ამიერიდან Bank of Georgia Ads Manager-ის მეშვეობით, ბიზნესები შეძლებენ პარტნიორებს  ზუსტი, ბიზნეს საჭიროებებზე გათვლილი და  მორგებული შეთავაზებები გაუკეთონ. ერთგვარად, ეს არის კარგი ხელსაწყო საიმისოდ, რომ ბიზნესებმა არამხოლოდ შეინარჩუნონ თავიანთი მომხმარებლების ბაზა, არამედ გაზარდონ კიდეც. ბიზნესის მმართველები ხშირად უსვამენ ხოლმე საკუთარ თავს კითხვას, ეფექტურია თუ არა ის, რასაც მათი ბიზნესი აკეთებს? როგორ გაზარდოს გაყიდვები  ან თუნდაც, როგორ მიაწვდინოს ხმა კონკრეტულ სეგმენტს კონკრეტულ ლოკაციაზე? სწორედ ამისთვის შეიქმნა Bank of Georgia Ads Manager-ი, რომლითაც ბიზნესები უამრავ ინფორმაციას შეიტყობენ მათ მომხმარებლებსა და კამპანიების მიმდინარეობაზე. და მაინც, რა შეუძლიათ ბიზნესების მმართველებს საქართველოს ბანკის Ads Manager-ით გააკეთონ?

  • მათ ექნებათ შესაძლებლობა, ლაივ რეჟიმში მართონ კამპანიები;
  • კამპანიის დასრულებისას შედეგების დეტალური ანალიზი გააკეთონ, რაც მათ შემდეგი ნაბიჯების უფრო ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება;
  • სურვილის შემთხვევაში, ბიზნესს შეეძლება, შეარჩიოს აუდიტორია მომხმარებლების სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით და შეეცადოს მათ მოზიდვას;
  • ბიზნესებს შეეძლებათ, მომხმარებლების განაწილების ნახვა ასაკის, სქესის, ლოკაციის, ქცევისა თუ ინტერესების მიხედვით, რაც მათ დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტურად აწარმოონ თავიანთი კომუნიკაცია.

საბოლოო ჯამში, ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რასაც Facebook Ads Manager-ი და Google Ads Manager-ი იძლევა. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ბიზნესები საქართველოსა და მის გარეთ განხორციელებულ კონკრეტული გადახდებს, ამ გადახდების კატეგორიების, დროისა და ლოკაციის ხილვას თავიანთი ბანკის სივრციდან მარტივად მოახერხებენ და ბოლოს, საქართველოს ბანკის Ads Manager-ი ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება გადახდების სივრცესთან API.BOG-სთან ერთად.

წყარო: https://bit.ly/3sZNUeI

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *