სომხეთში მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა

სომხეთში მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა

სომხეთის პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, სადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა, 4.1%-ის ნაცვლად, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინებს შეესაბამება. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრამიანმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, უმუშევრობასთან ბრძოლა და უცხოური ინვესტიციების სტიმულირება იქნება. 3.2-მილიონიანი ქვეყანა, მისი მოკავშირის და სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის დახმარებაზე და ინვესტიციებზეა დამოკიდებული. რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა სომხეთს ექსპორტი და ფულადი გადმორიცხვები შეუმცირა. სავალუტო ფონდმა სექტემბერში სომხეთის ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით თავშეკავებული ოპტიმიზმი გამოთქვა და მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 2.2%-მდე გაუზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *