Rovio Entertainment–ის აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა

Rovio Entertainment–ის აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა

AngryBirds–ის შემქმნელი ფინური კომპანია Rovio Entertainment–ის აღმასრულებელი დირექტორი, პეკკა რანტალა თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილს კატი ლავორანტა დაიკავებს, რომელიც აქამდე კომპანიის იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. “ჩვენ გვსურს, რომ Rovio–ში მართვის უფრო მოქნილ ფორმა დამკვიდრდეს, ვიდრე ეს პეკკას დროს იყო”, – განაცხადა დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა, კაი ჰედმა.

პეკკა რანტალა თანამდებობას 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა, მანამდე ის კომპანია Nokai–ში მუშაობდა. თავად Rovio 2003 წელს დაარსდა. 2009 წელს კომპანიამ შექმნა AngryBirds, რომელიც სმარტფონების მომხმარებლებისათვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *