თიბისი კონცეპტის, „სილქ როუდ გრუფის“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 7%-იანი ფასდაკლებით საცხოვრებელ კომპლექსში – „მწვანე კონცხი ბოტანიკო“.
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება.
საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმიდან 9კმ.-ში, მწვანე კონცხზე მდებარე 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება და სულ 80 ბინას მოიცავს. სმარტ სისტემებით აღჭურვილი ბინებიდან კი, პანორამული ხედი შავ ზღვაზე იშლება.
პროექტი 1.5 ჰექტარზეა გადანაწილებული, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან და კენჭებიანი სანაპიროდან 2 წუთის სავალზე აერთიანებს:
- სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეებს
- საცურაო აუზს
- ბარ-რესტორანს
- საფეხმავლო ბილიკებს
- ავტოსადგომს
- 24 საათიან დაცვას
- დასუფთავების სერვისს
- ჭკვიანი სახლის სისტემას
ბინები სრული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების სისტემით, ტექნიკით, სამზარეულოს ავეჯითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით ბარდება.
კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის დეკემბერში მობინადრეებს სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდება.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის შეთავაზება ძალაშია 2021 წლის 31 აგვისტომდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ პირად ბანკირს ან კონცეპტ ცენტრს. თიბისი კონცეპტის ყველა დეველოპერული შეთავაზების ნახვა შესაძლებელია: www.tbcbank.ge