Spotify რუსეთში საკუთარი ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურას იწყებს

Spotify რუსეთში საკუთარი ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურას იწყებს

მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის შვედური კომპანია Spotify რუსეთში საკუთარი ბიზნესის ლიკვიდაციისა და იურიდიული პირის გაუქმების პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Spark-ი ავრცელებს.

ცნობისათვის, იურიდიული პირი Spotify LLC რუსეთში 2014 წლის 13 იანვარს დარეგისტრირდა. Spark-ის ინფორმაციით კი Spotify-მ რუსეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სააგენტოს კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ ოფიციალური წერილით 2023 წლის 6 თებერვალს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ შვედურმა კომპანიამ რუსეთში ოპერაციები 2022 წლის 11 აპრილს შეაჩერა და რუსეთის ბაზარი დატოვა. ამჟამად რუსეთში Spotify-ით სარგებლობა შეუძლებელია.

Spotify უერთდება იმ ასეულობით კომპანიას, რომელთაც რუსეთში ოპერაციები არა მხოლოდ შეაჩერეს, არამედ არსებული ბიზნესებიც გაყიდეს ან სრულად დახურეს.