გასულ თვეში სუეცის არხში მომხდარი ინციდენტის შედეგად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი განიცადა არა მხოლოდ ეგვიპტემ, არამედ მთელმა მსოფლიომ, რის გამოც ეგვიპტე გემ “Ever Given“-ის გაჭედვით გამოწვეული კრიზისის გამო $900-მილიონიან კომპენსაციას ითხოვს.
სახელმწიფო სააგენტო Al Ahram-ის განცხადებით, ეგვიპტე ითხოვს ფინანსური ზარალის ანაზღაურებას შემთხვევისთვის, რამაც ასევე სახელმწიფოს რეპუტაცია შელახა. სახელმწიფო სასამართლო გემის იაპონელ მფლობელ შოი კისენ კაიშას ვალდებულად აცხადებს, გლობალურად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის „ჩაკეტვის“ გამო ეგვიპტეს ზარალი აუნაზღაუროს.
კომპენსაცია ითვალისწინებს საფასურს როგორც ეკონომიკური ზარალისთვის, ასევე სამაშველო ოპერაციების ხარჯებისთვის. დიდი ბრიტანეთის კლუბი, რომელიც პასუხისმგებელია გემის სამართლებრივ დაცვაზე, აცხადებს, რომ ეგვიპტეს ი $900-მილიონიანი კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია.
დიდი ბრიტანეთის კლუბის წევრების მიხედვით, Suez Canal Authority-ის არ წარმოუდგენია დეტალური დასაბუთება მათი მოთხოვნის შესაბამისად. დამატებით, ისინი აცხადებენ, რომ Suez Canal Authority-ის სარჩელი არ შეიცავს პროფესიონალი მაშველების სარჩელს.
23 მარტს სუეცის არხში გაჩერებული “Ever Given“-ი 29 მარტს დაიძრა და ამჟამად სარემონტო სამუშაოებისთვის ეგვიპტის წყლებში, კერძოდ, Great Bitter Lake-ში დგას. გემიდან ამოღებულია ტვირთი, და დავის მოგვარებამდე გემი Great Bitter Lake-ში დარჩება.