TBC ბანკს Global Finance-მა 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ბანკის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო ბანკის ციფრული არხების შესაძლებლობების, მისი ინოვაციური მიდგომის ბიზნესის მიმართ და ძლიერი ფინანსური საქმიანობის დამსახურებაა.
“ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამ ჯილდოს მიღებით Global Finance-ისგან ცხრა წლის განმავლობაში. ეს აღიარებს ჩვენს, როგორც ძლიერი მოთამაშის და ინოვაციური ლიდერის პრინციპულ პოზიციას ბაზარზე. მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად TBC-ის გუნდს სამუშაოს ასე კარგად შესრულებისთვის“, – განაცხადა TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-ი 1987 წელს დარსდა, ის 50 000-იანი ტირაჟით გამოდის და მკითხველები 188 ქვეყანაში ჰყავს.