ტექნოლოგიური კომპანიები, რომელთა აქციებმა ფასის ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა

ტექნოლოგიური კომპანიები, რომელთა აქციებმა ფასის ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა

2012 წლის 18 მაისს, მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა, რაც თავის დროზე, ტექნოლოგიური კომპანიის მიერ განხორციელებული უმსხვილესი IPO გახლდათ. პირველი სავაჭრო დღის დახურვამდე Facebook-ის 567 მილიონი აქცია გაიყიდა – ერთი აქციის საშუალო ფასმა $38 შეადგინა. საინტერესოა, რომ პირველ დღეს გაყიდული აქციების რაოდენობის რეკორდი, ამ დრომდე, ამერიკულ General Motors-ს ეკუთვნოდა, მაგრამ Facebook-მა ის დაახლოებით 120 მილიონი აქციით გააუმჯობესა. თუმცა, მას მერე დიდი დრო გავიდა: დღეს, Facebook-ს Meta ჰქვია და მისი ერთი აქციის ფასი $200-ის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ისა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსური შედეგებით Statista დაინტერესდა. მან იმ ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგი შეადგინა, რომელთა აქციებმა ათი წლის ჭრილში ფასის ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა. Yahoo Finance-ისა და Statista-ს ამ რეიტინგს, Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.

საინტერესოა, რომ ათი წლის ჭრილში აქციათა ფასის ყველაზე დიდი ზრდა Amazon-მა დააფიქსირა – 2012 წლის 17 მაისს Amazon-ში $1000 რომ დაგებანდებინათ, დღეს თქვენი აქციები $10149 ეღირებოდა. ყველაზე მეტად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგის მეორე ადგილზე Microsoft-ი მოხვდა, რომელიც საფონდო ბირჟაზე ჯერ კიდევ 1986 წელს გავიდა – ათი წლის წინ Microsoft-ში დაბანდებული $1000, დღეს $8798 მოგცემდათ. საინტერესოა, რომ Meta ამ სიაში მესამე ადგილს იკავებს: $1000-იანი ინვესტიციის სანაცვლოდ დღეს $5264-ის ღირებულების აქტივები გექნებოდათ.