Tesla-მ შესაძლოა მალე ელექტრომობილი ბითკოინებში გაყიდოს

Tesla-მ შესაძლოა მალე ელექტრომობილი ბითკოინებში გაყიდოს

Tesla-ში აცხადებენ, რომ მალე მათი ელექტრომობილების ყიდვა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი. კომპანია ელოდება, რომ უახლოეს მომავალში ბიტკოინის, როგორც გადახდის საშუალების, გამოყენება შესაძლებელი გახდება.

ამ განცხადების შემდეგ კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა გაიზარდა და ბიტკოინის ფასმა 12%-ით იმატა, ხოლო Tesla-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ორშაბათის ვაჭრობის შედეგად ერთი ბიტკოინის ფასი $43 700 გახდა, რაც Tesla-ს ავტომობილის, „მოდელ 3“-ის საწყის ფასს მცირედით აჭარბებს, ვინაიდან „მოდელ 3“ $37 690 ღირს. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა 2020 წელს 303%-იანი ზრდა განიცადა.

ამას გარდა, Tesla ამბობს, რომ კრიპტოვალუტაში უკვე $1.5 მილიარდის ინვესტირება განახორციელა.

ილონ მასკი უკვე დიდი ხანია, ბიტკოინის მიმართ ინტერესს გამოთქვამს. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან დანანებით აღნიშნა, რომ რვა წლის წინ არ იყიდა კრიპტოვალუტა, როდესაც მისი შეძენა გაცილებით ნაკლებ ფასად  შეეძლო.

ცნობისთვის, მასკს ალტერნატიული გადახდების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის PayPal-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. PayPal-ი 2002 წელს მან eBay-ის მიჰყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *