ელექტრომწარმოებელი Tesla მომავალი წლის დასაწყისში ინდოეთის ბაზარზე ოპერირების დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ინდოეთის ტრანსპორტის მინისტრმა ნიტინ გადკარიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა.
როგორც მედია იტყობინება, ელონ მასკის მიერ დაარსებული ელექტრომწარმოებელი ინდოეთში დაიწყებს გაყიდვებს და შემდეგ შესაძლოა ამ ქვეყანაში წარმოების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.
თავად Tesla-ში აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ცნობისთვის, ინდოეთი დიდი ხანია დაინტერესებულია ნავთობზე დამოკიდებულების და ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებით, ამიტომაც მუდმივად გამოდის ელექტრომობილების ყიდვისა და გამოყენების წამახალისებელი განცხადებებით. თუმცა, ამ ყველაფერს აფერხებს ინვესტიციების ნაკლებობა ამ მიმართულებით.