Tesla-ს ახალი მოდელის პრეზენტაცია 31 მარტს გაიმართება

Tesla-ს ახალი მოდელის პრეზენტაცია 31 მარტს გაიმართება

Tesla-ს ახალი ავტომობილის, Tesla Model 3-ის პრეზენტაცია 31 მარტს გაიმართება. ახალი მოდელი წესით 35 ათას დოლარზე ძვირი არ ეღირება. ავტომობილის პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში, Tesla Design Studio-ში გაიმართება. პრეზენტაციაზე 800 სტუმარია მიწვეული, მათგან 650 Tesla-ს ავტომობილების მფლობელია. 

Tesla Model 3, მყიდველებში პოპულარულ Model S-თან შედარებით, დაახლოებით 20%-ით პატარა იქნება და მისი წარმოება სავარაუდოდ 2017 წელს დაიწყება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *