Tesla-ს აქციების ფასი იზრდება, ელონ მასკის ქონებამ კი $27.5 მილიარდს მიაღწია

Tesla-ს აქციების ფასი იზრდება, ელონ მასკის ქონებამ კი $27.5 მილიარდს მიაღწია

Tesla-მ 2019 წლის მეოთხე კვარტალი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. ამ შედეგების მიღებაში კომპანიას ჩინეთში აწყობილი ელექტრო-სედანის Model 3-ის შეკვეთებიც დაეხმარა, ელექტრომანქნაზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ელონ მასკსაც ყველა დროის ყველაზე მაღალი წმინდა მოგება დაუფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული Forbes-ი იტყობინება.

როგორც კომპანია აღნიშნავს, წლის განმავლობაში Tesla-მ 367,500 ავტომობილი გაყიდა, აქედან  92,550 ელექტრო-სედანი Model 3-ია და 19,450 – Model S და X-ია.

როგორც Forbes-ი აცხადებს, Tesla-ს აქციების ღირებულება 3%-ით გაიზარდა ნაზდაკზე და თითო აქციის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – $ 443,01 დოლარი. კომპანიის აქციები თითქმის 250%-ით გაიზარდა 2019 წლის 3 ივნისის შემდეგ. Tesla-ს აქციებიზე ფასის ასეთმა სწრაფმა მატებამ ელონ მასკის ქონება 27.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, აქციების ფასზე ასევე პოზიტიურად მოქმედებს Tesla-ს მეგაქარხანა შანხაიში. ამ პროექტის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია და მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება ერთ წელზე ნაკლებ დროშია ნავარაუდები.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *