სამშაბათის მონაცემებით, ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს აქციები 2024 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა. აქციების ფასის ზრდის გავლენით, კიდევ უფრო მდიდარია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომელიც Forbes-ის ანგარიშით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.
გუშინდელი შედეგებით, Tesla-ს აქციების ფასი 4.8%-ითაა გაზრდილი და $264.98-ს აღწევს, რაც გასული წლის 28 დეკემბრის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Tesla-ს აქციების ფასი ზედიზედ 10 სავაჭრო დღის განმავლობაში იზრდებოდა, რაც ყველაზე გრძელვადიანი ზრდაა 2023 წლის 25 მაისიდან 13 ივნისამდე პერიოდის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში Tesla-ს აქიების ფასი დაახლოებით 44%-ით გაიზარდა.
მხოლოდ ივლისში, Tesla-ს აქციების ფასი 33%-ითაა გაზრდილი, რის შედეგადაც, გასულ თვეში ელექტრომობილების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია $631 მილიარდიდან $822 მილიარდამდეა გაზრდილი.
ამერიკული კომპანიის აქციების ფასების ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა ილონ მასკის ქონებაც. Forbes-ის შეფასებით. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამჟამად $258.5-ს ფლობს და $37.1 მილიარდით უფრო მდიდარია, ვიდრე ივნისში იყო. ცნობისთვის, მასკი Tesla-ს აქციათა 13%-ს ფლობს და მხოლოდ სამშაბათის ფასთა მატებით მან $6-მილიარდიანი სარგებელი ნახა.