Tesla-ს აქციის ფასი ორ დღეში $100-ზე მეტით შემცირდა

Tesla-ს აქციის ფასი ორ დღეში $100-ზე მეტით შემცირდა

Tesla-ს აქციის ფასი ორ დღეში $100-ზე მეტით შემცირდა, ამის მიზეზი ერთი მხრივ, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეებია. როგორც CNBC-ი წერს, მიუხედავად აქციის ფასების დაცემისა, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო მეტია, ვიდრე General Motors-ის, Ford-ისა და Fiat-Chrysler-ს ერთად.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს აქციების ფასებზე ერთგვარი დარტყმა იყო 25 თებერვალს შუადღით აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის მიერ კომპანიის გაკრიტიკება ავტოპილოტის სისტემების გამო. როგორც უწყებაში აცხადებენ, სწორედ Tesla-ს მანქანის ავტოპილოტის სისტემის შეუსაბამობა გახდა 2018 წელს კალიფორნიაში Model X-ის ავარიის გამომწვევი მიზეზი. მაშინ Tesla-ს მართავდა Apple-ის ინჟინერი უოლტერ ჰუანგი, რომელსაც ავტოპილოტი ჰქონდა ჩართული და თავად მობილურზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. სწორედ იმ დროს ავტოპილოტის სისტემამ ვერ უზრუნველყო ავტომაგისტრალის ზოლში მანქანის შენარჩუნება და მძღოლის გაფრთხილება ამის შესახებ, რა დროსაც მოხდა ავარია.

გარდა ამ შემთხვევის შესახებ Tesla-ს გაკრიტიკებისა, კომპანიის აქციების ფასების დაცემა კორონავირუსმაც გამოიწვია, ვინაიდან ის გავლენას ახდენს Tesla-ს ჩინეთში ოპერირებასა და მიწოდების ქსელზე.

წყარო: cnbc

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *