“თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ კიდევ ერთი პროექტი Future Agro Challenge Georgia COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო დისტანციურად გაიმართება.
ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, 25-26 აპრილს ინოვატორები, აგროპრენერები, აგროტექნოლოგები., აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებულ პირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანდებიან.
აგროკულტურით დაინტერესებულ პირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რა არის Future Agro Challenge Georgia?
ეს არის იდეების შეჯიბრი, რომლის გამარჯვებულსაც მათი ხორცშესხმის შესაძლებლობა ეძლევა.
უფრო კონკრეტულად, თუ თქვენი საწარმო 5 წელზე ნაკლებია, არსებობს; თუ გაქვთ ინოვაციური და მასშტაბური ბიზნეს იდეა ან მოდელი აგროსაკვების ინოვაციების სექტორში; თუ თქვენს იდეას შეუძლია, საზოგადოებაში, ერთი თუ რეგიონში ან გლობალურად მოახდინოს გავლენა; თუ თქვენს საწარმოს ჰქონია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP); თუ გაქვთ გასაგები ბიზნეს მოდელი და გყავთ სამიზნე სეგმენტი; თუ თქვენს პროდუქტზე მოთხოვნა ბაზარზე უკვე არსებობს, მაშინ გაქვთ შესაძებლობა, შეუერთდეთ შეჯიბრს.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი 21 აპრილს 23:59 საათამდე (რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: (https://facagro.com/compete-apply/).
შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ პრეზენტაციასა და ჰაკათონში, რომელთა შედეგად, გამარჯვებული გამოვლინდება.
რა პრიზები ელით გამარჯვებულებს?
ნაციონალური გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2020 წლის 1-4 ოქტომბერს.
მეორე ადგილის მფლობელი კი მიიღებს ფულად ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით.
ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ფინანსური ჩართულიბის ორგანიზაცია კრისტალი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში, სექტორი 3, პროდემოსი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და აგრო სოლუშენს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2K9SiAZ
აღსანიშნავია, რომ თბილისის სტარტაპ-ბიურო სრულად გადავიდა ღონისძიებების დისტანციურად ჩატარების რეჟიმზე. მისი პროექტები: Fuckup Nights Tbilisi, PechaKucha Night, Startup Week და სხვა დისტანციურ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.