თბილისში სან-მარინოს რესპუბლიკის საკონსულო გაიხსნა

თბილისში სან-მარინოს რესპუბლიკის საკონსულო  გაიხსნა

2014 წლის 23 მაისს, თბილისში სან-მარინოს რესპუბლიკის საკონსულო გაიხსნა. ამ დღესთან დაკავშირებით სან-მარინოს საპატიო კონსულმა დონატო ლანატმა და ვიცე-კონსულმა ელენე ლეჟავამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  19. 00 საათზე მიღება გამართეს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დონატო ლატანი  პირველად საქართველოში 2006 წელს ჩამოვიდა, მისი თქმით მას ჰქონდა შეგრძნება , რომ თავიდან დაიბადა, ეს შეგრძნება კი მას შემდეგ გაუმწვავდა, რაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. აღნიშნული დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი არის უბედნიერესი, ვინაიდან სან მარინოს რესპუბლიკამ მას მიანიჭა ეს მნიშვნელოვანი წოდება. მისი აზრით სან მარინო და საქართველო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისინი ორივე ცდილობენ თავიანთი ტერიტორიების დაცვას. მისივე თქმით მისი უპირველესი მისია იქნება უფრო გააღრმავდეს ამ ორ ქყვეყანას შორის უკვე არსებული ურთიერთობები.

სანმარინოს კონსულის პოსტზე დონატო ლატანიმ  სანმარინოს რესპუბლიკის პირველი საპატიო კონსული ბიძინა ივანიშვილი შეცვალა . სან მარინოს საკონსულოს ვიცე კონსული თანამდებობას კი  კალბატონი ელენე ლეჟავა დაიკავებს.