Blockchain-ტექნოლოგიის სრული მომსახურების მსოფლიოში წამყვანმა კომპანიამ, The Bitfury Group-მა ახლახანას გამოუშვა Exonum-ი, ეს გახლავთ საწარმოებისათვის განკუთვნილი Blockchain-ის ჩარჩო. აღნიშნული ჩარჩო კორპორაციებს დაეხამრება ეფექტურად შექმნან საკუთარი პირადი Blockchain პროექტები.
Bitfury-იმ პროგრამული უზრუნველყოფის Exonum-ის პლატფრომაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, აღნიშნული პროგრმის იდეა Bitcoin-ის უდანაკარგო წარმოებაში მდგომარეობს. Bitfury-ის აპარატურულმა და პროგრამულმა გადაწყვეტილებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორებში. პარიზში დაფუძნებულმა ვენჩერულმა კომპანიამ Korelya Capital-მა $ 80 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა საწყის ეტაპზე, ხოლო მოგვიანებით თანხა $ 170 მილიონამდე გაიზარდა.
Bitfury-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Exonum-ის პლატფორმას შეუძლია 5000-მდე ტარნზაქციის განხორციელება დაახლოებით ერთ წამში.
”ბლოკჩეინი შეუდარებელია ოპერაციების გამარტივებაში, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა გამჭვირვალობა და უსაფრთხოებაა,” – თქვა Bitfury-ს გენერალურმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა.
წყარო: yahoo.finance