THE Crossroads ახალი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას. ინიციატივა ხელს შეუწყობს სტარტაპებსა და ინვესტორებს მათივე ინტერესებზე მორგებული ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაში. ეს გულისხმობს, როგორც სტარტაპების საჭიროებების განსაზღვრას და შესაბამისი ინტერესების მქონე ინვესტორებთან დაკავშირებას, ასევე სახელმწიფოსა და ეკოსისტემის სხვა მონაწილეების ჩართულობას დიალოგში.
ამ მიზნების მიღწევისათვის, THE Crossroads დაგეგმილი აქვს შემდეგი ეტაპები:
- ონლაინ სტარტაპ კონკურსი – 25 ივლისი – 5 აგვისტომდე
- საკონკურსო შედეგების გამოვლენა – 10 აგვისტო
- სტარტაპების აქსელერაციის მოკლევადიანი პროგრამა – 20 დან – 30 აგვისტომდე
- და THE Crossroads პლატფორმის გახსნითი ღონისძიება 1-3 სექტემბერი
- გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოვება, რომელიც 3 სექტემბერს გაიმართება
THE Crossroads სტარტაპ კონკურსის გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ:
- იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე მსოფლიოში წამყვან მენტორებთან ერთად
- მონაწილეობა მიიღონ გლობალურ აქსელერაციის პროგრამებში
- გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტი ინდუსტრიის მოწინავე ექსპერტებთან ერთად
- შეიმუშაონ ყველაზე ეფექტური ბიზნეს მოდელი
- განავითარონ მომხმარებლისთვის ყველაზე მომხიბვლელი კონცეფცია
- ქონდეთ წვდომა გლობალურ ფონდებზე
რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას და რაც მთავარია ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.
მონაწილე ქვეყნები:
საქართველო, აშშ, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, სერბეთი, გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი, ისრაელი, უნგრეთი.
თემები, რასაც შევეხებით:
ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია, რობოტიკა, ფინტეკი, მობილურობა, ტელეკომუნიკაციები, აგრო-ტექნოლოგიები, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ტექნოლოგიები, მდგრადი განვითარება და ე.წ მომავალი თაობის ინფრასტრუქტურა.