საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის თებერვალში 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 0.5%-ით (1.5 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 8.6%-ით (56 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2020 წლის თებერვალში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 264 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 704 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 440 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის თებერვლის უარყოფით ბალანსზე 57 მლნ დოლარით მეტია.
ორი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 4.5%-ით, ხოლო იმპორტი 6.8%-ით გაიზარდა. ორი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 802 მლნ დოლარია.
თებერვლის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მარტს გამოქვეყნდება.