22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი – შატო ბუერას რთვლის ფესტივალს უმასპინძლებს.
რთვლის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს.
ლოპოტას რთვლის ფესტივალის პროგრამა ასეთია:
- ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში;
- ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახლებში;
- ღვინის დეგუსტაცია;
- შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;
- მასტერკლასები;
- ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცის ქვეშ.
სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთვლის ფესტივალის დღეს – ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
ასევე, 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის, უიკენდის ჯავშნებზე. S