თიბისის ტექნოლოგიურ გუნდს ახალი წევრი ჰყავს

თიბისის ტექნოლოგიურ გუნდს ახალი წევრი ჰყავს

ტექნოლოგიური მიმართულების გასაძლიერებლად, თიბისის გუნდში სიახლეა. გუნდს შემოუერთდა ტექ-სფეროს პროფესიონალი, იური სემენიხინი, რომელიც ინფორმაციის მართვის დირექტორის (CIO) მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. თიბისიში მიმდინარე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია დღითიდღე იხვეწება, გუნდის ახალი წევრის -ს მიზანიც ესაა – ამ პროცესების მეტად სტრუქტურირება, გამარტივება და საერთაშორისო ტექ კომპანიებთან თანამშრომლობით ახალი პრაქტიკების დანერგვა. იურის ტექნოლოგიურ პროექტებზე არაერთ საერთაშორისო დიდ ორგანიზაციასთან უთანამშრომლია, მათ შორისაა Deutsche Bank, დაგროვილი გამოცდილება თიბისის მასშტაბური ტექნოლოგიური მიზნების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება.

„ჩემი და თიბისის მიზნები ერთია თიბისი ტექ გუნდი არასდროს უშინდება სიახლეს და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. ახალი გამოწვევებისკენ სწრაფვა კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თიბისის გუნდში გეგმები დიდია და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია დამაჯერებლად ვთქვა, რომ ყველაფერი შედეგიანად წარიმართება. თიბისის აქვს ძვირფასი გუნდური კაპიტალი. მას ჰყავს ვარსკვლავები, რომლებსაც პოტენციალის უფრო მეტად გამოვლენაში დავეხმარებით,” – ამბობს იური სემენიხინი.

იურის კარიერა საქართველოში, კომპანია Georgian Card-ში დაიწყო ის წლების განმავლობაში ისეთ პოზიციებს იკავებდა როგორიცაა, „ევროპაბეთის“ IT დირექტორი, „ბეტსსონის“ IT არქიტექტორების საბჭოს მრჩეველი და სხვა. იურიმ ერთ-ერთი მასშტაბური IT პროექტი ფინანსთა სამინისტროში განახორციელა და პროცესში უამრავი აღმოჩენა გაუზიარა საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარს. მან საზოგადოებას თავი 2018 წლის PopxSpotlight-ის სცენიდანაც დაამახსოვრა ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო ექსპერტთა შორის კი 56-ე ადგილს საპატიოდ იკავებს. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *