თურქეთის ხაზინაში მაისის თვეში $1,4 მლრდ-ის ოდენობის დეფიციტი დაფიქსირდა

თურქეთის ხაზინაში მაისის თვეში $1,4 მლრდ-ის ოდენობის დეფიციტი დაფიქსირდა

თურქეთის სახელმწიფო ხაზინამ მაისის თვეში 9.7 მილიარდი თურქული ლირის ($1.4 მილიარდი) ოდენობის დეფიციტი დააფიქსირა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს.

სახელმწიფო ხაზინაში შესულმა შემოსავლებმა გასულ თვეს 75.2 მილიარდი ლირა შეადგინა, დანახარჯებმა, მათ შორის საპროცენტო გადახდებმა 85.3 მილიარდ ლირას მიაღწია.

რაც შეეხება არასაპროცენტო დანახარჯებს, ამ თანხამ 76.2 მილიარდი ლირა შეადგინა და 1 მილიარდი ლირის ოდენობის დეფიციტი შექმნა პირველად ბალანსში.

გარდა ამისა, სახელმწიფო ხაზინაში მაისის თვეში შევიდა 300 მილიონი ლირის ოდენობის თანხა პრივატიზაციიდან და ფონდებიდან – მათ შორისაა ლიცენზიების გადასახადები, მიწების გაყიდვით მიღებული შემოსავლები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს დოლართან მიმართებით ლირის გაცვლითი კურსი დაახლოებით 6.82-ზე იყო.

Hurriyetdailynews