საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, 2023-2025 წლებში თურქეთის თავდაცვის ხარჯების გაზრდა იგეგმება. თურქეთის თავდაცვის ხარჯები 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო დოკუმენტები 2022 წლისთვის მშპ-ის დაახლოებით 1.74%-ის გახარჯვას ითვალისწინებს, მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 1.63%-მდე შემცირდება და შემდეგ ორ წელიწადში 2%-ს მიაღწევს. 2023 წელს თურქეთი, თავდაცვისთვის, მათ შორის გათვალისწინებულია საგარეო დახმარება, $14.4 მილიარდს დახარჯავს, 2025 წლისთვის თავდაცვისთვის დახარჯული თანხა კი დაახლოებით $20 მილიარდი იქნება.
ამჟამად თურქეთში, თავდაცვის ინდუსტრიაში, 760-ზე მეტი პროექტი ვითარდება, რომელთა საერთო ღირებულება $70 მილიარდს აღემატება. ბიუჯეტში, „თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის ფონდის“ გარდა, ფუნქციონალურ კლასიფიკაციაში წარმოდგენილია ყველა სხვა ხარჯი – როგორც თავდაცვის, ასევე სამხედრო ინდუსტრიიდან.
ცნობისთვის, 2023 წელს თავდაცვის სერვისისთვის გაწეული $14.4-მილიარდიანი ხარჯიდან, $13.5 მილიარდზე მეტი სამხედრო თავდაცვის სერვისებზე გადანაწილდება. რაც შეეხება 2024 და 2025 წლებს, ამ პერიოდში თავდაცვის სერვისების ხარჯი, შესაბამისად, $17.5 მილიარდი და $20 მილიარდი იქნება.
გასული ათწლეული, თურქეთის ინტენსიური ძალისხმევით, ქვეყნის თავდაცვითი თვითუზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი აღმოჩნდა. თურქეთმა თავდაცვის ინდუსტრიაში საგარეო დამოკიდებულება 70%-დან 30%-მდე შეამცირა. თავდაცვის სექტორში ეროვნული წარმოების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 80%-მდე გაიზრდება.