თურქეთის უმდიდრესი ადამიანები Forbes-ის მიხედვით

თურქეთის უმდიდრესი ადამიანები Forbes-ის მიხედვით

Forbes-მა თურქეთის უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში ბიზნესმაგნატი მურათ ულქერია. მისი ქონება $4.7 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მან თავის ქონებას 1 მილიარდი დოლარი გასული წლის შემდეგ შემატა. მეორე ადგილზე კი თურქეთის სამშენებლო გიგანტის Rönesans-ის ხელმძღვანელი ერმან ილიჯაქია. მას $3.2 მილიარდის ღირებულების ქონება აქვს დაგროვებული.

Forbes-ის რეიტინგში მომდევნო ადგილებს იკავებენ ფერიტ შაჰენკი, ჰუსნუ ოზიეინი, ჰამდი ულუკაია და სუატ გუნსელი.

შაჰენკი Doğuş Holding-ის ხელმძღვანელია, ის მესამე ადგილზეა და მისი პერსონალური ქონება $2.4 მილიარდს შეადგენს. გასული წლის შემდეგ მან თავის ქონებას $400 მილიონი შემატა. მესამე ადგილს ამდრომდე ფინანსური მაგნატი ოზიეინი იკავებდა, რომელიც FIBA-ს და FINA-ს ჰოლდინგებს თავმჯდომარეობს, თუმცა, ახლა იგი მეოთხე ადგილზეა $2.2 მილიარდი დოლარით.

ხუთეულს ასრულებს წარმოშობით ქურთი და აშშ-ში მცხოვრები ჰამდი ულუკაია $2.1 მილიარდის ოდენობის ქონებით.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მდიდარი ქალების სია წელს თურქეთში 28-დან 25-მდე შემცირდა.

Forbes მილიარდერების რეიტინგს ინდივიდუალურად ადგენს და სიაში არ შეჰყავს ოჯახები, რომელთა წევრებზეც საერთო ქონება ნაწილდება.