თურქული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების ახალი საბრძოლო თვითმფრინავის პირველი პროტოტიპის შექმნის ფინალურ ეტაპზეა. თურქი სამხედრო ექსპერტებისა და ოფიციალური პირების განცხადებით, ეს საფრენი აპარატი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო შესაძლებლობებში გარდამტეხ უპირატესობას შეიტანს.
ახალი საბრძოლო თვითმფრინავის სახელი MMU (Milli Muharip Ucak) იქნება. მისი ანგარიდან გამოყვანა კი 2023 წლისთვის არის დაგეგმილი. ცნობისთვის, პროტოტიპის შექმნის პირველი ეტაპი 2021 წლის ნოემბერში დასრულდა.
საინტერესოა, რომ აღნიშნული საბრძოლო საფრენი აპარატის თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში ოპერირება 2070 წლამდე იგეგმება. თუმცა, თურქეთი პარალელურად სტრატეგიული პარტნიორების საფრენი აპარატების შეძენასა და გამოყენებას აპირებს.
ინფორმაციისთვის, ზემოხსენებული საბრძოლო თვითმფრინავის შექმნის გადაწყვეტილება 2016 წლის აგვისტოში მიიღეს. MMU ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მრავალფუნქციური იქნება და მას როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე არსებული სამიზნეების განადგურება შეეძლება.