თურქულ ბანკებს პირველ კვარტალში $1,9 მილიარდის მოგება ჰქონდათ

თურქულ ბანკებს პირველ კვარტალში $1,9 მილიარდის მოგება ჰქონდათ

2021 წლის პირველ კვარტალში თურქულმა ბანკებმა 16 მილიარდი ლირის ოდენობის წმინდა მოგება მიიღეს, რაც დოლარში 1,9 მილიარდს აღწევს. ცნობისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მათი წმინდა მოგება 15.3 მილიარდი ლირა ($2,3 მილიარდი) იყო.

როგორც თურქული მედია წერს, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების საერთო აქტივების მოცულობა მარტის ბოლოს 6.5 ტრილიონ ლირას ($786,7 მილიარდი) მიუახლოვდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სესხების მოცულობა 30%-ით გაიზარდა და  3,8 ტრილიონ ლირას ($458,1 მილიარდი) მიაღწია. დეპოზიტები კი 3,6 ტრილიონ ლირამდე ($442.2 მილიარდი) გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე 30%-იან ზრდას ნიშნავს.

უმოქმედო სესხების შეფარდება სესხების სრულ მოცულობასთან კი წინა წელთან შედარებით შემცირდა და 3.79% შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წლის მარტში 4.69% იყო.

მარტის ბოლოს მონაცემებით, თურქეთში ჯამში 52 სახელმწიფო/კერძო/უცხოური  ბანკი ოპერირებს. მათ შორის არის საინვესტიციო ბანკებიც.

საბანკო სექტორს საქართველოს მეზობელ ქვეყანაში საერთო ჯამში 202 841 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *