Tiffany-ის გაყიდვები საშობაოდ გაიზარდა

Tiffany-ის გაყიდვები საშობაოდ გაიზარდა

ცნობილ საიუველირო კომპანია Tiffany & Co-ს გაყიდვები საშობაოდ 3%-ით გაეზარდა, ზრდაში მნიშნველოვანი წილი ჩინეთში არსებულმა მაღაზიებმაც შეიტანეს. მის შესახებ Reuters-ი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ზუსტად 3%-იანი ვარდნა უფიქსირდებოდა გასულ წელს როგორც აზიის, ასევე ამერიკის ბაზარზე. Tiffany & Co-ს აღმსარულებელმა დირექტორმა ალესანდრო ბოგლიოლომ გაყიდვების შემცირება ნაკლები ტურსტული ნაკადით და პროდუქტზე შემცირებული მოთხოვნით ახსნა.

მან აღნიშნა, რომ აზიური ბაზრის გამოცოცხლება, განსაკუთრებით კი ჩინეთის კომპანიისთვის სასიამოვნო სიურპრიზია.

“ჩვენს ზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩინეთში არსებულმა მაღაზიებმა, შედარებით ნაკლები გაყიდვები გვიფიქსირდება ჰონკონგში”, – Tiffany & Co-ს აღმსარულებელი დირექტორი აღნიშნავს.

Tiffany-ის საიუველირო ნაწარმზე მოთხოვნა  შედარებით შემცირებული აშშ-ი და ევროპაში, მაგრამ კონპანია საშობად აქაც ელის გაყიდვების 2-4%-იან ზრდას.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში გაყიდვები 11%-იდან 9%-მდე შემცირდა, რაც მოხმარების გადასახადით აიხსნება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ LVMH-მ Tiffany-ი 12 მილიარდი აშშ დოლარად შეიძინა. Tiffany 182 წლის წინ დაარსდა ამერიკაში და მისი საიუველირო ნაწარმი დღემდე პოპულარულობით სრგებლობს. 

წყარო: Reuters

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *