TikTok-ის საწინააღმდეგო სრულმასშტაბიანი კამპანიისთვის Meta-მ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ლობისტური კომპანია, Targeted Victory დაიქირავა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველად The Washington Post-მა გაავრცელა.
თანამშრომლობის ფარგლებში ლობისტურმა კომპანიამ მნიშვნელოვან ლოკალურ და რეგიონულ მედიაწყაროებში TikTok-ის საწინააღმდეგო არაერთი წერილი და ოპ-ედი განათავსა. კამპანიის მესიჯი გახლდათ, რომ მართალია, დღეს კრიტიკის მთავარ სამიზნეს Meta წარმოადგენს, თუმცა სინამდვილეში TikTok-ი გაცილებით უფრო სახიფათო არაამერიკული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლების მონაცემებს ყველაზე მარტივად აზიარებს.
აღსანიშნავია, რომ ლობისტური ფირმის დაქირავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე თვით ადრე Meta-მ განაცხადა, რომ Facebook-ის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვი სოციალური ქსელის არსებობის 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად შემცირდა.