TOP-10 ინვესტორი, რომელთაც საქართველოში I კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩადეს

TOP-10 ინვესტორი, რომელთაც საქართველოში I კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩადეს

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლის მიზეზი, სავარაუდოდ, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვა იყო. აღნიშნული BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი TOP-ინვესტორი კომპანიების შესახებ რეიტინგიდანაც დასტურდება, სადაც სიაშია გვხვდება შპს „აკვალია საქართველო“.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

TOP-10 ინვესტორი, რომელთაც საქართველოში I კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩადეს:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
შპს მაგთიკომი;
შპს თბილისი ენერჯი;
სს ენერგო – პრო ჯორჯია;
შპს ტავ ურბან საქართველო;
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
შპს აკვალია საქართველო;
სს Hualing international special economic zone;
სს ბიჯეო ჯგუფი;
სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი.