ჰონგ-კონგი ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დასახელდა უცხოელებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ. ამის შესახებ კვლევას CNBC აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგი ამ სტატუსს უკვე მესამე წელია იკავებს. 2020 წლის რეიტინგში მეორე ადგილს წელს თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი იკავებს. ის წინა რეიტინგთან შედარებით წელს ხუთი ადგილით დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ათეულში შემავალი სამი ქალაქი შვეიცარიისაა.
კვლევა, რომელიც გლობალურად 209 ქვეყნის რეიტინგს ადგენს, 2020 წლის მარტში ჩატარდა. კვლევის მიხედვით, უცხოელებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
- ჰონგ-კონგი
- აშხაბადი, თურქმენეთი
- ტოკიო, იაპონია
- ციურიხი, შვეიცარია
- სინგაპური
- ნიუ-იორკი, აშშ
- ბერნი, შვეიცარია
- ჟენევა, შვეიცარია
- პეკინი, ჩინეთი.
წელს, ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი დიდწილადაც ვალუტის ცვლილებებმა განაპირობა.